„სასკოლო ოლიმპიადა 2023“-ზე რეგისტრაცია დასრულდა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „სასკოლო ოლიმპიადა 2023“-ზე რეგისტრაცია დასრულებულია.


რეგისტრაციის პროცესი წელს განსაკუთრებულად მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, შედეგად კი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ჯამში 1210 მოსწავლე დარეგისტრირდა.

შეგახსენებთ, სასკოლო ოლიმპიადა 2023 მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება.

ოლიმპიადის პირველი ტურები ონლაინ რეჟიმში, დასკვნითი ტურები კი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსში ჩატარდება.

ფეხბურთში ჩემპიონატის პირველი მატჩები გაიმართება უშუალოდ სკოლებში, ფინალს კი კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული ინტერ აკადემია საქართველოს საფეხბურთო ბაზა უმასპინძლებს.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პირველი სასკოლო ოლიმპიადა 2022 წელს საქართველოს რვა დიდ ქალაქში გაიმართა. კონკურსში 63 სკოლის 250-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, გამოვლინდა 27 გამარჯვებული, რომელთაც სწავლის სრულ დაფინანსებასთან ერთად, განსაკუთრებული პრიზები გადაეცათ.