ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე სამყაროში
9 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე – „ბიბლიოთეკების კონცეფცია და როლი თანამედროვე სამყაროში“. მოწვეულმა სპიკერმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, გიგა ხოსიტაშვილმა, აუდიტორიას მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებაზე. საინტერესო დისკუსია გაიმართა კვლევის მიმართულებით.
შეხვედრას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე დოქტორანტები ესწრებოდნენ.




